ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
12-08-2026 - 14-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ალფა დაზღვევა აცხადებს  ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00

 

ფუნქცია–მოვალეობები:

  • HR პოლიტიკის, პროცედურების და შიდა სტანდარტების შემუშავება, HR პოლიტიკის/სტრატეგიის განსაზღვრა;
  • თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის სრული მართვა;
  • კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა — ბრძანებების, შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების/აღწერილობების და სხვა შიდა დოკუმენტების მომზადება, განახლება და თანამშრომლებისთვის გაცნობა;
  • შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
  • ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნაში მონაწილეობის მიღება, არსებული სტრუქტურის პერიოდული განახლება;
  • თანამშრომლების განვითარების საჭიროების გამოვლენა და შესაბამისი ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების ორგანიზება
  • თანამშრომელთა უწყვეტი გადამზადების სისტემის დანერგვა;  
  • შიდა ორგანიზაციულ კულტურაზე ზრუნვა;
  • შიდა სტანდარტების მომზადება/განახლება;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემისა და საბონუსე სისტემების შემუშავება/დანერგვა და განხორციელება;
  • თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შექმნა/განხორციელება;
  • თანამშრომელთა წახალისების მიზნით სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • HR დეპარტამენტის მართვა და განვითარება;
  • Payroll-ის პროცესის მართვა და კონტროლი;
  • თანამშრომელთა ნამუშევარი საათების აღრიცხვის (ტაბელის) წარმოება და გაცნობა;
  • თანამშრომელთა დაზღვევის პროცესის მართვა.
  • HR ანგარიშებისა და შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • HR სფეროში, მათ შორის HR-ის სხვადასხვა მიმართულების მართვის გამოცდილება — მინიმუმ 2 წელი
  • შრომის კოდექსისა და სხვა შესაბამისი კანონის/ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დაგეგმვის უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!