სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პოზიციაზე
პოზიციის მიზანი:
გენერალური დირექტორი უზრუნველყოფს კომპანიის სტრატეგიულ და ოპერაციულ მართვას, ფინანსურ მდგრადობასა და მოგებიანობას, ბიზნესის მასშტაბირებასა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდას. აღნიშნული როლი მოიცავს, როგორც ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიან მართვას, ასევე გრძელვადიანი განვითარების მიმართულებების განსაზღვრას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირება და მისი ეფექტიანი განხორციელება;
• კომპანიის ფინანსური შედეგების, მომგებიანობისა და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა (P&L მართვა);
• სადაზღვევო პორტფელის განვითარება და დივერსიფიკაცია ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით;
• გაყიდვების, ანდერაიტინგის, ზარალების მართვისა და ოპერაციული პროცესების ეფექტიანი კოორდინაცია;
• რისკების მართვის სისტემის განვითარება, მათ შორის სადაზღვევო რისკების შეფასება და რეზერვების ფორმირების პრინციპების ზედამხედველობა;
• კომპანიის ბიუჯეტის, ფინანსური რესურსებისა და საინვესტიციო მიმართულებების მართვა;
• კორპორაციული მართვისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
• მარეგულირებელ ორგანოებთან (მათ შორის ეროვნულ ბანკთან), პარტნიორებთან და კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტიანი წარმართვა;
• ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება, ძლიერი მენეჯერული გუნდის ფორმირება და თანამშრომელთა ეფექტიანობის ზრდა;
• ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია და თანამედროვე მენეჯმენტის პრაქტიკების დანერგვა;
• ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური (InsurTech) გადაწყვეტილებების განვითარება;
• მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურის გაძლიერება;
• ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და კომპანიის ბაზრის წილის ზრდა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, სამართლის ან მონათესავე მიმართულებით;
• სადაზღვევო ან საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
• ტოპ-მენეჯერულ პოზიციაზე (C-level ან დირექტორის დონე) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
• სადაზღვევო ბიზნესის სიღრმისეული ცოდნა (ანდერაიტინგი, ზარალების მართვა, პორტფელის მართვა);
• ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების, P&L მართვისა და ოპერაციული ეფექტიანობის ძლიერი ცოდნა;
• რისკების მართვისა და რეზერვების ფორმირების პრინციპების ცოდნა;
• რეგულირებად გარემოში მუშაობისა და შესაბამისობის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
• ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემებზე დაფუძნებული მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა( არანაკლებ B2 დონე);
• რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამისობისა და რეპუტაციის კრიტერიუმებს.
პიროვნული უნარები:
- სტრატეგიული ხედვა და ძლიერი ბიზნესინტუიცია;
ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
• ძლიერი ლიდერობის, მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
• მაღალი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
• შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ეთიკური სტანდარტების დაცვა და მაღალი პროფესიული რეპუტაცია.
ძირითადი შედეგების მოლოდინი (KPI):
- კომპანიის მოგებიანობისა და ფინანსური მდგრადობის ზრდა;
• ბაზრის წილის გაზრდა და კონკურენტული პოზიციის გაძლიერება;
• ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება;
• მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა;
• ციფრული არხებისა და ინოვაციური პროდუქტების განვითარება.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, უხელმძღვანელოთ განვითარებაზე ორიენტირებულ და ამბიციურ კომპანიას;
- გავლენიან როლს კომპანიის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაში;
- პროფესიული განვითარებისა და ძლიერი გუნდის ფორმირების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას.