ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას VIP და პოსტ კორპორატიული გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე,
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30;
ფუნქცია-მოვალეობები:
- არსებული ვიპ და პოსტკორპორატიული პორტფელის მართვა, შენარჩუნება და ზრდა;
- პოტენციურ მომხმარებლთა მოძიება
- სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება.
- შეხვედრების დაგეგმვა /ორგანიზება.
- პროდუქტის პრეზენტაციის წარმოება.
- სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება.
- არსებულ მომხმარებელთა ბაზების კონტროლი/ მუდმივი კომუნიკაცია.
- განახლებული სადაზღვევო პაკეტის შეთავაზება.
- გაყიდვის შემდგომ მომსახურების წარმოება.
- ყოველდღიური შედეგების წარმოება/სამუშაო პროცესის დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სექტორში (სავალდებულოა);
- გაყიდვების ან/და კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- სადაზღვევო პროდუქტებისა და მომსახურების პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.