საოპერაციო მენეჯერი
07-11-2025 - 01-12-2031
სამუშაო განაკვეთი: სრული

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ალ. ყაზბეგის N16

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • გაყიდვების დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება (პოლისი, ხელშეკრულება, დანართი და სხვა);
  • გაცემული პოლისების, ხელშეკრულებებისა და დანართების პროგრამული აღრიცხვა და დამუშავება;
  • პოლისში, ხელშეკრულებაში ან დანართებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი ცვლილებების პროგრამულად ასახვა (მაგალითად: პოლისის გაუქმება, პრემიის კორექტირება, სხვადასხვა განაცხადების მომზადება).
  • დოკუმენტაციის სიზუსტისა და სისწორის უზრუნველყოფა, შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და პროცესის კოორდინაციის გზით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
  • დეტალებზე ორიენტირებული მუშაობისა და ვადების მართვის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

    • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
    • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
    • ანალიტიკური და პროცესზე ორიენტირებული აზროვნება;
    • ეფექტური კომუნიკაცია და პასუხისმგებლობა.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!