ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკისა და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა.
- Power Query-ის, Power BI-ის ან სხვა BI ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სადაზღვევო, საბანკო ან აუდიტორულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია–მოვალეობები:
- ფინანსური ანგარიშგების სიზუსტისთვის პროგრამაში ასახული მონაცემების დამუშავება და მათი სიზუსტის გადამოწმება;
- ანალიტიკისა და რეპორტინგის სამსახურის სტრატეგიის დაგეგმვაში უშუალო მონაწილეობის მიღება;
- რეპორტინგის ფორმების შემუშავება, დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
- მონაცემების დამუშავება, რეპორტინგის წარმოება და წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
- შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
- ყოველთვიური მოგება-ზარალის ანგარიშის მომზადება;
- დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენი ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში ჩართულობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.