ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი პროფილური განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება);
- სადაზღვევო სფეროში ფინანსურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
- ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების ცოდნა;
- ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ფინანსური ანალიზის ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვისა და დოკუმენტაციის წარმოების პრინციპების ცოდნა;
- სადაზღვევო ბიზნესის ნორმატიული აქტებისა და კანონების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ კომპანიის საფინანსო საქმიანობას;
- IFRS ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისი სტანდარტების ცოდნა, განსაკუთრებით სადაზღვევო სექტორის მიმართულებით
- საბრუნავი კაპიტალის მართვის საფუძვლების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური დეპარტამენტისა და მასთან დაქვემდებარებული მიმართულებების მართვა;
- ფინანსური და ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი, მართვა;
- კომპანიის ფინანსური გეგმების, ბალანსის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
- ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, წარდგენა მარეგულირებელ და სხვა საკანონმდებლო ორგანოებთან;
- მოგება - ზარალის ანგარიშგების სტატისტიკის შემუშავება, წარდგენა;
- კომპანიაში არსებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული პროცესების შემუშავება, მართვა;
- მარეგულირებელი და სხვა საკანონმდებლო ორგანიზაციების მიერ გამოცემული ახალი რეგულაციის/მოთხოვნის შემუშავება/განხორციელება;
- კომპანიაში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
- ფინანსური სამსახურის შეფასების ინდიკატორების დანერგვა, გატარება, კონტროლი;
- დებიტორული სამსახურის მართვა;
- გარე და შიდა აუდიტის პროცესში ჩართულობა.
- კომპანიის სტრატეგიულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდის მართვის უნარი;
- კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა.