ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული ბიზნესის დირექტორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, დაზღვევის, სამართლის ან მონათესავე მიმართულებით;
- კორპორაციული გაყიდვების/B2B მიმართულებით არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასურველია მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
- სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება და კორპორაციული დაზღვევის პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- მსხვილ კლიენტებთან მოლაპარაკებების, კომერციული შეთავაზებებისა და ტენდერების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- გაყიდვების გუნდის მართვის, მიზნების დასახვის, შესრულების შეფასებისა და თანამშრომელთა განვითარების გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის), CRM-ისა და რეპორტინგის სისტემების პრაქტიკული ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საერთო სტრატეგიასთან შესაბამისობაში კორპორაციული ბიზნესის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- წლიური გაყიდვების, პრემიის შემოსავლის, ახალი ბიზნესის, განახლებების, პორტფელის მომგებიანობისა და დებიტორული დავალიანების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
- პოტენციური მსხვილი და სტრატეგიული კლიენტების, პარტნიორებისა და შუამავლების მოძიება; მოლაპარაკებებისა და საქმიანი პრეზენტაციების წარმართვა;
- კორპორაციული შეთავაზებების, ტენდერებისა და კომერციული წინადადებების მომზადების პროცესის ხელმძღვანელობა და შეთანხმება უფლებამოსილების ფარგლებში;
- არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება, განახლების პროცესის მართვა, კლიენტთა შენარჩუნებისა და დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების ზრდა;
- გაყიდვების პროცესის, შეხვედრების, შეთავაზებების, მოლაპარაკებებისა და გარიგებების სტატუსის სისტემური კონტროლი და გაყიდვების პროგნოზირება;
- კორპორაციული პორტფელის მოცულობის, სტრუქტურის, შემოსავლიანობისა და ზარალიანობის ანალიზი; რისკებისა და დაბალმომგებიანი მიმართულებების იდენტიფიცირება;
- კლიენტთა დებიტორული დავალიანების, გადახდის ვადებისა და ამოღების პროცესის მონიტორინგი ფინანსურ სამსახურთან კოორდინაციით;
- კორპორაციული კლიენტის მომსახურების სრული ციკლის გამართული ორგანიზება, მომსახურების სტანდარტებისა და დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი კოორდინაცია;
- კორპორაციული ბიზნესის გუნდის მიზნების განსაზღვრა, სამუშაოს განაწილებისა და შესრულების კონტროლი, თანამშრომელთა განვითარება, ქოუჩინგი და მოტივაცია;
- გენერალური დირექტორისთვის გაყიდვების, პორტფელის, მომგებიანობის, დებიტორული დავალიანების, გუნდისა და მიმდინარე პროექტების შესახებ რეგულარული რეპორტების წარდგენა და მნიშვნელოვანი საკითხების დროული ესკალაცია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სტრატეგიული აზროვნება და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების ხედვა;
- ლიდერობა, გუნდის მართვა და თანამშრომელთა მოტივაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური და ფინანსური აზროვნება;
- რთული მოლაპარაკებების წარმართვისა და გავლენის მოხდენის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- კლიენტზე ორიენტირებულობა და მაღალი მომსახურების სტანდარტის დაცვა;
- გადაწყვეტილების მიღების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
- ეთიკა, სანდოობა და კონფიდენციალურობის დაცვა.