ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მონიტორინგის ოფიცერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
- სადაზღვევო პოლისების და თანდართული დოკუმენტების სრულყოფილების შემოწმება, დადასტურება;
- სადაზღვევო პოლისების და თანდართული დოკუმენტაციის, მათი რეკვიზიტების, ვადიანობის შემოწმება, შესაბამისი ტარიფების დათვლა და გადახდის დადასტურება;
- საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა პასუხისმგებელი პირისათვის დანაკლისის არსებობის შემთხვევაში;
- სადაზღვევო პოლისების გამართულობის დადასტურება და დანაკლისების ასახვა პროგრამულად საჭიროების შემთხვევაში, ზეპირი და/ან წერილობითი ანგარიშგების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- სადაზღვევო სფეროში ან საოპერაციო სამსახურში მინ. 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- სისწრაფე და ოპერატიულობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;