სს „სადაზღვევო კომპანია ალფა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დირექტორის პოზიციაზე
პოზიციის მთავარი მიზანია სამედიცინო დაზღვევის მიმართულების კლინიკური და ბიზნეს-პროცესების სტრატეგიულ დონეზე მართვა, სამედიცინო პოლიტიკებისა და სტანდარტების განვითარება, რისკებისა და ზარალიანობის კონტროლი, მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა და პროვაიდერებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი სამედიცინო განათლება;
• მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება კლინიკურ პრაქტიკაში, სამედიცინო მენეჯმენტში, სადაზღვევო სექტორში ან შესაბამის სფეროში;
• მინიმუმ 2-წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
• სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების, პროცესების, ბაზრისა და შესაბამისი რეგულაციების ცოდნა;
• პროფესიული ეთიკის სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
• ანდერაითინგის, რისკების შეფასების, ანაზღაურებების/პრეტენზიების მართვისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
• MS Office-ის კარგი ცოდნა;
• ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა;
• რეგულაციებთან, შიდა კონტროლისა და შესაბამისობის მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• სამედიცინო დაზღვევის მიმართულების სტრატეგიის, კლინიკური ხედვისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელმძღვანელობა;
• სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების, სამედიცინო პოლიტიკების, კლინიკური კრიტერიუმებისა და ანდერაითინგის სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი პერიოდული გადახედვა;
• სამედიცინო ანდერაითინგის, ანაზღაურებების/პრეტენზიების, გაყიდვების, ანალიტიკისა და საოპერაციო გუნდებთან კოორდინაცია, რათა სამედიცინო გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ბიზნეს-მიზნებსა და ხარისხის სტანდარტებს;
• კლინიკებთან, საავადმყოფოებთან და სხვა პროვაიდერებთან სტრატეგიული ურთიერთობების მართვა, მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და პროვაიდერული ქსელის განვითარების მხარდაჭერა;
• პორტფელის, ზარალიანობის, ხარჯთეფექტიანობის, უტილიზაციის ტენდენციებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
• რთული, მაღალი ღირებულების ან სადავო შემთხვევების კლინიკურ განხილვაში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის მიწოდება;
• შიდა პოლიტიკებთან, პროცედურებთან, ეთიკურ სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
• სამედიცინო მომსახურების ხარისხის, უტილიზაციისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მონიტორინგი, საჭირო გაუმჯობესებების ინიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების მხარდაჭერა;
• დაქვემდებარებული გუნდის მართვა, თანამშრომლების განვითარება, შესრულების შეფასება და მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
• სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
• ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკება და სტეიკჰოლდერების მართვა;
• მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
• შედეგებზე ორიენტირებულობა და ცვლილებების მართვა;
• კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და მაღალი ეთიკური სტანდარტი.