ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის მორიგე ოპერატორის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- დაზღვეულისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
- შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა;
- გამოძახების სერვისის მართვა;
- სადაზღვევო პროდუქტებზე ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია სამედიცინო/ ჯანდაცვის მიმართულებით);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
- კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.