უფროსი ბუღალტერი
20-11-2026 - 21-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა, რთული ბუღალტრული ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულების გამოცდილება, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე გამოყენების უნარი.

პოზიცია მოიცავს სადაზღვევო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას, ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადებას, მონაცემების შეჯერებას, შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვასა და ბუღალტრული პროცესების ავტომატიზაციას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  1. სადაზღვევო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა
  • სადაზღვევო პრემიების, ანაზღაურებებისა და მათთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა;
  • დარეგულირების პროცესში არსებული ზარალების რეზერვის (RBNS) აღრიცხვა, ცვლილებებისა და გადახდების ასახვა;
  • გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის (UPR) გაანგარიშება და ბუღალტრული აღრიცხვა;
  • რეგრესული მოთხოვნების აღრიცხვა, მოთხოვნების წარმოქმნის, ცვლილებებისა და თანხების მიღების ასახვა;
  • გადაზღვევასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა;
  • სადაზღვევო პროგრამისა და საბუღალტრო სისტემის მონაცემების შეჯერება;
  • სადაზღვევო მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაშთების კონტროლი.
  1. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
  • რთული ბუღალტრული გატარებების დამოუკიდებლად მომზადება და ასახვა;
  • დარიცხვების, რეზერვების, კორექტირებებისა და პერიოდის დახურვის ოპერაციების შესრულება;
  • ბრუნვითი უწყისის მომზადება და შემოწმება;
  • ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშგების მომზადება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შეჯერება;
  • საბანკო ანგარიშებისა და მთავარი წიგნის ნაშთების შეჯერება;
  • ყოველთვიური და წლიური დახურვის პროცესში მონაწილეობა;
  • ბუღალტრული შეცდომებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და გასწორება;
  • აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება.
  1. ფინანსური, მენეჯერული და რეგულატორული ანგარიშგება
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურისთვის განკუთვნილი რეგულატორული ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშგებებისა და ანალიტიკური მონაცემების მომზადება;
  • სადაზღვევო პრემიების, გამომუშავებული პრემიების, ზარალებისა და რეზერვების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებების მომზადება;
  • დებიტორული დავალიანებების, გადახდებისა და რეგრესული მოთხოვნების პერიოდული ანგარიშგება;
  • ფაქტობრივი ფინანსური შედეგებისა და საბიუჯეტო მაჩვენებლების შედარებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
  • ფინანსური ანგარიშგებებისა და საბუღალტრო სისტემის მონაცემების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ანგარიშგების სიზუსტის, სისრულისა და დადგენილ ვადებში მომზადების უზრუნველყოფა.
  1. ბუღალტრული პროცესების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების პროცესებში ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • განმეორებადი ბუღალტრული ოპერაციებისა და შეჯერებების ავტომატიზაცია;
  • Excel-ის, Power Query-ისა და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენებით მონაცემების დამუშავებისა და ანგარიშგებების ავტომატიზაცია;
  • სადაზღვევო და საბუღალტრო პროგრამებს შორის მონაცემთა ავტომატური შეჯერების პროცესების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ფინანსური ანგარიშგებების ავტომატური ფორმირების მექანიზმების დანერგვაში მონაწილეობა;
  • IT გუნდთან თანამშრომლობა ბუღალტრული პროცესების ავტომატიზაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალებების მომზადების პროცესში;
  • ახალი ფუნქციონალის ტესტირება, ბუღალტრული ლოგიკის სისწორის შემოწმება და შედეგების ვალიდაცია;
  • ავტომატიზებული პროცესებისთვის კონტროლისა და შეცდომების გამოვლენის მექანიზმების შემუშავება;
  • პროცესების გაუმჯობესება ხელით შესასრულებელი სამუშაოს შემცირებისა და მონაცემების სიზუსტის გაზრდის მიზნით.
  1. Excel და ფინანსური მონაცემების დამუშავება
  • დიდი მოცულობის ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
  • რთული Excel ფორმულებისა და ფუნქციების გამოყენება (SUMIFS, XLOOKUP, INDEX/MATCH და სხვა);
  • Pivot Table-ების საშუალებით მონაცემების დაჯგუფება, ანალიზი და შეჯერება;
  • სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შედარება და კონტროლი;
  • ფინანსური ანგარიშგებებისა და შეჯერების ფაილების დამოუკიდებლად მომზადება;
  • მონაცემებში შეცდომებისა და შეუსაბამობების გამოვლენა;
  • Excel-ში ავტომატიზებული საანგარიშგებო და საკონტროლო ფაილების შექმნა.
  1. შიდა კონტროლი და პროცესების გაუმჯობესება
  • ბუღალტრული აღრიცხვის სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა;
  • საბუღალტრო ანგარიშების პერიოდული კონტროლი და შეჯერება;
  • სააღრიცხვო პროცესებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება;
  • ფინანსური კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
  • ბუღალტრული ოპერაციების სათანადო დოკუმენტირების უზრუნველყოფა;
  • შეუსაბამობების დროული გამოვლენისა და მათი განმეორების პრევენციის მექანიზმების განვითარება.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4–5-წლიანი გამოცდილება;
  • ორმაგი ჩაწერის პრინციპებისა და ბუღალტრული გატარებების საფუძვლიანი ცოდნა;
  • რთული ბუღალტრული ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულების გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • ACCA-ის პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 3 გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • ბალანსის, მოგება-ზარალის ანგარიშგებისა და ბრუნვითი უწყისის დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური მონაცემებისა და საბუღალტრო ნაშთების შეჯერების გამოცდილება;
  • ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
  • ბუღალტრული პროცესების ავტომატიზაციის პრინციპების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • სადაზღვევო რეზერვების (RBNS, UPR), რეგრესებისა და გადაზღვევის აღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ACCA-ის სრული სერტიფიცირება ან დამატებითი გამოცდების ჩაბარება;
  • IFRS 17-ის ცოდნა;
  • სადაზღვევო რეგულატორული ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
  • Power Query-ის, Power BI-ის ან SQL-ის ცოდნა;
  • ბუღალტრული და საანგარიშგებო პროცესების ავტომატიზაციის პროექტებში მონაწილეობა.

პიროვნული და პროფესიული უნარები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!