ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესების კონტროლი;
- კლიენტების რისკების შეფასება, კატეგორიზაცია და პერიოდული გადამოწმება;
- კლიენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი, საეჭვო გარიგებების გამოვლენა და ანალიზი;
- საერთაშორისო სანქციების, პოლიტიკურად აქტიური პირებისა (PEP) და ბენეფიციარი მესაკუთრეების გადამოწმება;
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
- საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შესრულების კონტროლი;
- AML/CFT მიმართულებით შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავება, განახლება და მათი შესრულების მონიტორინგი;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული AML/CFT რისკების შეფასება და მათი შემცირების ღონისძიებების შემუშავება;
- საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და კომპანიის შიდა პროცესების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება AML/CFT მიმართულებით;
- კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა შესაბამისი ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
- ფინანსურ ინსტიტუტში AML/CFT მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- შესაბამისი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების კარგ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ცოდნა.
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვისა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი;
- სამუშაო დროისა და პრიორიტეტების ეფექტური მართვის უნარი.