ბუღალტერი
29-10-2026 - 30-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ


ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • საბანკო ამონაწერების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა;
  • შეძენილი საქონლის/მომსახურების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;
  • მცირეფასიანი საქონლის ნაშთის სასაწყობე პროგრამასთან შესაბამისობის კონტროლი, ყოველი თვის ბოლოს გახარჯული საქონლის ჩამოწერა;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების საწვავის ნაშთის აღწერა/კონტროლი, გამოყენებული საწვავის ჩამოწერა აქტის საფუძველზე;
  • საქვეანგარიშო თანხების კონტროლი;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში ჩართულობა საჭიროების მიხედვით;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
  • ბუღალტრად მუშაობის მინ. 2 წლიანი და სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!