აქტუარი
11-05-2026 - 11-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას აქტუარის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (მათემატიკა, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება); განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
• MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
• სასურველია პროგრამირების საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

• მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და მოწესრიგება;
• მონაცემთა ბაზების სტატისტიკური ანალიზისთვის საჭირო ფორმატში მოყვანა;
• რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
• ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობის მიღება;
• რეზერვირების პოლიტიკის შემუშავებასა და მუდმივ მონიტორინგში მონაწილეობა;
• ფინანსური პროგნოზებისა და აქტუარული გათვლების მომზადება;
• გადაზღვევის პროცესებში მონაწილეობა და ტარიფების ოპტიმიზაცია;
• სადაზღვევო პროდუქტების მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
• გადამზღვევლებისთვის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
• სხვადასხვა ტიპის აქტუარულ გათვლებში ტექნიკური დავალებების შესრულება;
• ყოველთვიური, კვარტალური და წლიური აქტუარული რეპორტების მომზადება.

 

პიროვნული თვისებები / უნარ-ჩვევები:

• კომუნიკაბელურობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დეტალებზე ორიენტაცია;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• პუნქტუალურობა.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!