ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
შაბათი - 10:00 - 15:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სამედიცინო მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
• ოჯახის ექიმის დახმარება ადმინისტრაციული საკითხებისა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით;
• პაციენტის ისტორიის შევსება ოჯახის ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
• საგარანტიო წერილების და ისტორიების პროგრამული ასახვა;
• პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
• კომუნიკაბელურობა;
• კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ორგანიზებულობა;
• გუნდური მუშაობის უნარი.