ავტოპარკის მენეჯერი
01-09-2026 - 02-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე,

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00; 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ავტოპარკის კონტროლი;
  • მცირე ზომის გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მისი მოვლის/ ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
  • კომპანიის ავტოპარკში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და მათი გადაადგილების კონტროლი;
  • კომპანიის ავტოპარკში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის, ტექ. დათვალიერების და პარკირების საშვით უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილება დანიშნულების ადგილზე;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის კორესპონდენციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დანიშნულების ადგილას;
  • მეორადი ავტო ნაწილების რეალიზაციის უზრუნველყოფა პირდაპირი ან/და აუქციონის გზით;
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილების ტექნიკურ ვიზუალური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • გატოტალებული ავტომობილების გადმოფორმება, შეფასება ბალანსზე ასაყვანად;
  • გატოტალებული/კომპანიის ავტომობილების გაყიდვა, გადაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • ავტომობილის აგებულების ცოდნა (ნაწილების ტექნიკური ცოდნა);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!