მარკეტინგის მენეჯერი
07-08-2026 - 07-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით);
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.

 

ფუნქცია–მოვალეობები:

  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება (ედვერთაიზინგი);
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა;
  • მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
  • სადაზღვევო პროდუქტების შექმნის პროცესში ჩართულობა, მასტიმულირებელი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  • ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
  • კომპანიის ბრენდინგზე ზრუნვა და შესაბამისი აქტივობებით განმტკიცება;
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება;
  • კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • პარტნიორ კომპანიებთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება;
  • ინფლუენსერ მარკეტინგი;
  • კონტენტ კრეატორთან ერთად გადასაღები კონტენტის აქტიურ რეჟიმში დაგეგმვა და განხორციელება.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პროაქტიულობა;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!