დებიტორების სამსახურის უფროსი
31-07-2026 - 31-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას დებიტორების სამსახურის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

 ფუნქცია–მოვალეობები:  

  • შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების მართვის პროცესის სრული ციკლის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი — ხელშეკრულების/პოლისის გაფორმებიდან ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვამდე.ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების ნაშთების სისრულეზე, სისწორესა და დროულობაზე პასუხისმგებლობა;
  • შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების ყოველთვიური დახურვის პროცესის ორგანიზება; სადაზღვევო და საბუღალტრო პროგრამებში ასახული მონაცემებისა და ნაშთების რეგულარული მონიტორინგი, შეჯერება და გამოვლენილი სხვაობების დროული გასწორების კონტროლი;
  • შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვის სტანდარტების, სამუშაო ინსტრუქციებისა და საკონტროლო პროცედურების შემუშავება; ბუღალტრების მიერ შესაბამისი ოპერაციების სრულად, სწორად და დროულად ასახვის მონიტორინგი და მათთვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის გაწევა;
  • დებიტორული დავალიანებების ასაკობრივი ანალიზის — ageing report-ის — მომზადება და რეგულარული განახლება; მიმდინარე, ვადაგადაცილებული და პრობლემური დავალიანებების ანალიზი, მონიტორინგი, ესკალაცია და ამოღების სტატუსის კონტროლი;
  • ინვოისების მომზადების, გაცემისა და შესაბამისი პირებისთვის დროულად მიწოდების პროცესის ორგანიზება და კონტროლი; ინვოისების მონაცემების პოლისებთან, ხელშეკრულებებთან და საბუღალტრო აღრიცხვასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • კონტრაგენტების ნაშთების შემოწმება, შეჯერება, გასწორება და კონტროლი; მიღება-ჩაბარების, შედარებისა და გაქვითვის აქტების მომზადება და შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული პოლისებისა და ხელშეკრულებების დავალიანების კონტროლი; ვადაგადაცილების შემთხვევაში მათი გაუქმებისა და აღდგენის პროცესის მართვა, ასევე გაუქმებული ან აღდგენილი ხელშეკრულებების ფინანსური ინფორმაციის სისწორის კონტროლი;
  • დებიტორებთან ურთიერთობა, ვალის გადანაწილების შეთანხმებების გაფორმება და შესრულების კონტროლი; პრობლემური დავალიანებების რეგრესისა და იურიდიული დეპარტამენტებისთვის გადაცემა და შემდგომი სტატუსის მონიტორინგი;
  • იურიდიული დეპარტამენტისთვის გადაცემული დავალიანებების გადამოწმება და შეჯერება; სასამართლოში წარსადგენ საქმეებზე შესაბამისი ცნობების, ნაშთების დადასტურებისა და გადახდის ისტორიების მომზადება;
  • შემოსავლების, დებიტორული დავალიანებების, ინვოისირების, შეჯერებისა და ანგარიშგების პროცესების ავტომატიზაციაში მონაწილეობა; ბიზნესმოთხოვნების ჩამოყალიბება, ახალი ფუნქციონალის ტესტირება და სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია.
  • გაყიდვების, ანდერრაიტინგის, იურიდიული, IT და სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების პროცესების ეფექტიანად განხორციელების მიზნით.
  • მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშების, ანალიტიკური ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ;

ძირითადი უნარ– ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • დიპლომატიური კომუნიკაციის წარმართვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კრეატიულობა.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!