სამოგზაურო დაზღვევის სამსახურის უფროსი
04-06-2026 - 06-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას სამოგზაურო დაზღვევის სამსახურის უფროსის პოზიციაზე


სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი პროფილური განათლება (სამედიცინო, ბიზნეს ადმინისტრირება);
  • MS Office - პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამოგზაურო დაზღვევის სამსახურის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში არსებული სამოგზაურო დაზღვევის საოპერაციო სტანდარტის შექმნა, დანერგვის ინიცირება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
  • ბაზრის ანალიზი, ანალიზის საფუძველზე სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის შექმნა, დანერგვა, მონიტორინგი;
  • სამოგზაურო დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევის მართვა, საჭიროებიდან გამომდინარე საერთაშორისო ასისტანსის ჩართულობით ან ჩართულობის გარეშე;
  • სადაზღვევო ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღება და დაზღვეულთა ინფორმირებულობა;
  • კონტრაქტორ ორგანიზაციებთან და ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის შექმნა, პროცესების მართვა;
  • სამოგზაურო დაზღვევის პოლისების გაყიდვებთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების ზედამხედველობა;
  • სამოგზაურო დაზღვევასთან დაკავშირებული ანდერაიტინგის, გაყიდვების, ანაზღაურების, ფინანსური, იურიდიული, საინფორმაციო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
  • სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის შინაარსობრივ და ტექნიკურ ინოვაციებთან დაკავშირებული საკითხების განვითარება და ორგანიზება.

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მენეჯერული მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<